იყო ერთი საშუალო დონის იურისტი, ასე დარჩებოდა პენსიაში გასვლამდე, რომ არა მის ცხოვრებაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა. ყველა ხომ დამემოწმება, რომ ივანიშვილთან მომუშავე კადრების პოპულარობა, რეიტინგი და შესაბამისად ანაზღაურებაც მაღლა იწევს, - ასე აფასებს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა ვიქტორ ყიფიანს.
მისივე თქმით, მოღალატე ვიქტორ ყიფიანის ადგილი ისევ იქაა, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის დახმარებით ამოვიდა.
ფოჩხუა ყიფიანს „დიფ სთეითის“ აგენტს უწოდებს და აღნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის მსახურება მუდმივი არ არის, სამშობლო კი მარადიულია.
„ იყო ერთი საშუალო დონის იურისტი, ასე დარჩებოდა პენსიაში გასვლამდე, რომ არა მის ცხოვრებაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა. ყველა ხომ დამემოწმება, რომ ივანიშვილთან მომუშავე კადრების პოპულარობა, რეიტინგი და შესაბამისად ანაზღაურებაც მაღლა იწევს. ასე მოხდა ვიქტორ ყიფიანის შემთხვევაშიც, მაგრამ...
როცა სულით ხარ მოღალატე, მადლიერებას ახლოსაც არ გაუვლია შენთან, "დიფ სთეითის" აგენტი რომ გახდები, უღალატებ ადამიანს, ვინც გვერდით დაგიყენა, თუმცა ეს რა მოსატანია, სამშობლოს უღალატებ, შენი ადგილი ისევ იმ სივრცეშია, საიდანაც ამოგიყვანა იმ ადამიანმა.
უცხო ქვეყნის მსახურება მუდმივი არ არის, სამშობლო კი მარადიულია“,- წერს ნინო ფოჩხუა.