ვიქტორ ყიფიანი "დიფ სთეითის" ხელში უუფლებო თოჯინა არის, რომელსაც გლობალური ძალები ქვეყნის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იყენებენ. ყიფიანის კარიერისთვის თვალის გადავლებაც საკმარისია, რომ მის აგენტობაში დავრწმუნდეთ, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
ჩიხელიძის თქმით, ვიქტორ ყიფიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შეუფერებელი საქციელის გამო სამსახურიდან დაითხოვა დღეს უკვე აკადემიურ იმიჯს ამოფარებული გაშიფრული აგენტია, რომლის მიზანს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ხელისუფლების გაშავება წარმოადგენს.
„ვიქტორ ყიფიანი „დიფ სთეითის“ ხელში უუფლებო თოჯინა არის, რომელსაც გლობალური ძალები ქვეყნის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იყენებენ. ყიფიანის კარიერისთვის თვალის გადავლებაც საკმარისია, რომ მის აგენტობაში დავრწმუნდეთ, ერთ დროს ივანიშვილის ადვოკატი და ნდობით აღჭურვილი პირი, ივანიშვილმა შეუფერებელი საქციელს გამო სამსახურიდან დაუთხოვა, რამდენიმე თვეში ყიფიანი საზოგადოებას შეცვლილი რიტორიკით, ლამის პოლიტიკოსის ამპლუაში წარუდგა, შემდეგ ის გეოპოლიტიკის "უბადლო" მცოდნე, ომის და არჩევნების ექსპერტი გახდა, რომელიც "დიფ სთეითის" მესიჯებს ახმოვანებდა, მხარს უჭერდა რადიკალურ ოპოზიცია და საქართველოს მთავრობას უკრაინაში მიმდინარე ომში უფრო ფართომასშტაბიან ჩართვას სთხოვდა, დღეს ყიფიანი, აკადემიურ იმიჯს ამოფარებული გაშიფრული აგენტია, რომლის მიზანს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და საქართველოს მთავრობის გაშავება წარმოადგენს,“- წერს დავით ჩიხელიძე.