თამთა მეგრელიშვილი: ევროკავშირისათვის აშშ-სთან ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმება არის დასტური იმისა, რომ ამერიკა მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს და ითხოვს და იღებს იმას, რაც მას, როგორც ქვეყანას სჭირდება

თამთა მეგრელიშვილი: ევროკავშირისათვის აშშ-სთან ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმება არის დასტური იმისა, რომ ამერიკა მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს და ითხოვს და იღებს იმას, რაც მას, როგორც ქვეყანას სჭირდება

ევროკავშირისათვის აშშ-სთან ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმება არის დასტური იმისა რომ ამერიკა მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს და ითხოვს და იღებს იმას რაც მას როგორც ქვეყანას სჭირდება,- ასე ეხმიანება ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმებას.

მეგრელიშვილის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება ევროკავშირისთვის სრული კრახია. 

„ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმება შედგა თუმცა ეს დოკუმენტი კაბალური პირობების გათვალისწინებით ევროკავშირისათვის სარისკოა.

შეთანხმების თანახმად, ამერიკული ტარიფი ევროპულ საქონელზე 15%-ს შეადგენს და არა 30%-ს, როგორც ეს ტრამპს მანამდე ჰქონდა გაცხადებული. თავის მხრივ, ევროკავშირი თავის ბაზარს ამერიკული ექსპორტიორებისთვისაც გახსნის.

ამასთან, ევროკავშირი შეერთებული შტატებისგან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსებს შეიძენს პარალელურად კი დამატებით, ევროპა ამერიკაში 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას ჩადებს.

ევროკავშირისათვის აშშ-სთან ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმება არის დასტური იმისა რომ ამერიკა მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს და ითხოვს და იღებს იმას რაც მას როგორც ქვეყანას სჭირდება.

ევროკავშირისათვის კაბალურია სავაჭრო დოკუმენტის პირობები თუმცა ის დუმილს ინარჩუნებს და ემორჩილება დიდ მმართველს.

ამ შეთანხმების შედეგები ამერიკისთვის მომგებიანია ხოლო ევროკავშირისთვის არის სრული კრახი და ეს დროთაგანმავლობაში აუცილებლად გამოიკვეთება და დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს ხალხში.

მალე მოედება ევროპას უკმაყოფილების ალი,“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.