ბარაკ ობამა იყო ამ სისტემაში პრეზიდენტი და მისმა გარემოცვამ იმუშავა ისე, რომ შექმნეს ინფორმაცია ცარიელი ჰაერისგან, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა, ლაშა კასრაძემ „დიფ სთეითზე“ საუბრისას.
„სისტემური მუშაობა მიდიოდა იმაზე, რომ შეექმნათ საქვეყნო სკანდალი, თუნდაც პარანოია იმაზე, რომ ტრამპს ეხმარება კრემლი ტულსი გაბარდმა თქვა, რომ ეს ასე არ ყოფილა.
შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ აქ უკვე ჩართული იყო „დიფ სთეითი“, ეს სისტემა რომელმაც, არაორდინალურად მიიღო ტრამპის ფილოსოფია, შეხედულებები, პრეზიდენტობა, ხედვები და ყველა ებრძოდა მას ჰილარი კლინტონით დაწყებული.
„დიფ სთეითი“ შედგება გარკვეული წრეებისგან, შეერთებული შტატები რომ ავიღოთ, აქ ამ სისტემას უზარმაზარი ძალა აქვს და ამოძრავებს გარკვეული იდეოლოგია“, - აღნიშნა ლაშა კასრაძემ.