გრიგოლ გეგელია: ქალბატონი გაბარტის განცხადება შიდა პოლიტიკური დებატია. ამერიკის შიდა პოლიტიკაში არასდროს, არცერთი ფორმით ჩავერთვები

გრიგოლ გეგელია: ქალბატონი გაბარტის განცხადება შიდა პოლიტიკური დებატია. ამერიკის შიდა პოლიტიკაში არასდროს, არცერთი ფორმით ჩავერთვები

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების საგანია. ოპოზიციის წევრების განცხადებით, შტატებში შიდა პოლიტიკური პროცესები მიდის, რაც საქართველოსთან კავშირში არ არის.

"რაც შეეხება ქალბატონი გაბარტის განცხადებას, ეს არის შიდა პოლიტიკური დებატი. მე ვარ ქართველი პოლიტიკოსი და ვარ დაინტერესებული ჩემი სახელმწიფოს პოლიტიკით. მე ამერიკის შიდა პოლიტიკაში არასდროს, არცერთი ფორმით არ ვერთვები და არ ჩავერთვები", - აღნიშნა "ლელო-ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, ტულსი გაბარდმა "ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში თქვა, რომ დაზვერვის სფეროში ჯერ კიდევ არსებობს "დიფ სთეითის" წინააღმდეგობა. მან ამავე ეთერით ისაუბრა მიმდინარე გამოძიებაზე. როგორც მოქმედი პრეზიდენტის გუნდის წევრი აცხადებს, ობამამ ყალბი ინფორმაციის გამოყენებით შექმნა დასკვნა. მას სურდა ამერიკელი ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ პუტინი 2016 წლის არჩევნების დროს ტრამპის სასარგებლოდ მოქმედებდა.

თომა იცის და რა ქნას, ტოპ-ტვინია.
1 დღის უკან
მარბიელი აბა ამას ჰყოლია აი! რა პოლიტიკური დებატი, სახელმწიფო დანაშაულზე და არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენებაზე, შესაბამისად ინსტიტუტების შერყევის მცდელობაზეა ლაპარაკი!
და მთავარი - არსებულა დიპსტეიტი?
1 დღის უკან