აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაციამ გაავრცელა გამოგონილი ნარატივი, თითქოს რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია.
„არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დეტალურად აღწერს, თუ როგორ ხელმძღვანელობდნენ პრეზიდენტი ობამა და მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი სადაზვერვო საზოგადოების შეფასების შექმნას, რომელიც, მათივე ცოდნით, ყალბი იყო. მათ იცოდნენ, რომ ეს შეფასება ხელს შეუწყობდა ხელოვნურად შექმნილი ნარატივის გავრცელებას, თითქოს რუსეთი 2016 წლის არჩევნებში ჩაერია, რათა პრეზიდენტ ტრამპს გაემარჯვა. ამას ამერიკელ ხალხს ისე აწვდიდნენ, თითქოს სიმართლე ყოფილიყო, სინამდვილეში კი ასე არ იყო“, - აღნიშნა ტულსი გაბარდმა.
„ობამას ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაზვერვის უხეშ პოლიტიზაციასა და მანიპულირებას, რაც მიზნად ისახავდა პრეზიდენტ ტრამპის დელეგიტიმაციას ჯერ კიდევ მის ინაუგურაციამდე. საბოლოო ჯამში, ამ ქმედებებმა ამერიკელი ხალხის ნება უგულებელყო“, - განაცხადა მან.
გაბარდმა ასევე განაცხადა, რომ დოკუმენტები გადაეცა იუსტიციის დეპარტამენტსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს, რათა ამ უწყებებმა შეაფასონ, გამართლებულია თუ არა მასალებიდან გამომდინარე რაიმე სისხლისსამართლებრივი შედეგები.
„ჩვენ მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულებები პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტი ობამა ხელმძღვანელობდა ამ სადაზვერვო შეფასების შექმნას. არსებობს მტკიცებულებებისა და დაზვერვის მონაცემების მრავალი ნაწილი, რომლებიც ამ ფაქტს ადასტურებენ“, - დასძინა მან.