ირაკლი კობახიძე: გუშინ დააკავეს სამი პირი, აქედან ერთი პირი არის „ნაცი

ირაკლი კობახიძე: გუშინ დააკავეს სამი პირი, აქედან ერთი პირი არის „ნაცი" აქტივისტი - „ტიტუშკა", 2 კი ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, სამართალი ყველას მიმართ უნდა მოქმედებდეს თანაბრად

გუშინ დააკავეს სამი პირი, აქედან ერთი პირი არის ნაცი" აქტივისტი, ტიტუშკა", 2 კი ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, მაგრამ სამართალი ყველას მიმართ უნდა მოქმედებდეს თანაბრად, დანარჩენს გადაწყვეტს სასამართლო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, კანონი დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის მიმართ უნდა მოქმედებდეს.

მუხლი ითვალისწინებს, რომ 150 ლარის ზევით ზარალის შემთხვევაში გათვალისწინებულია 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ სასჯელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და სასამართლო ითვალისწინებს მათ შორის ფასსაც და ყველაფერს. შესაბამისად, თქვენ რომ ამბობთ, რომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდება ამ ადამიანს, ეს არის ცარიელი, მარტივი სპეკულაცია,"- აღნიშნა პრემიერმა.