ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა NGO-ს მხრიდან ეკლესიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მიზანი იმ დაფინანსების, რაც მოდიოდა „იუესეიდისგან“ , „ნედისგან“ და სხვადასხვა ევროპული ფონდიდან, ემსახურებოდა ზუსტად იმას, რომ დარტყმები განხორციელებულიყო ქვეყნის იდენტობაზე,
„ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას. ერთ-ერთი მიზანი იმ დაფინანსების, რაც მოდიოდა „იუესეიდისგან“, „ნედისგან“ და სხვადასხვა ევროპული ფონდიდან, გარდა იმისა, რომ მუდმივ რყევაში ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა, ემსახურებოდა ზუსტად იმას, რომ დარტყმები განხორციელებულიყო ჩვენი ქვეყნის იდენტობაზე, ეკლესიაზე, რწმენაზე და ა.შ. ეს ამ ყველაფრის თვალსაჩინო მაგალითია“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
რატომ გადის ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების გზა ბრიუსელისთვის ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონზე - კითხვის გადასაფარად გააქტიურებულია კამპანია საკითხის არასერიოზულად წარმოსაჩენად. რეალურად კი, საუბარია ბრიუსელისგან იმ კანონის გაუქმების მოთხოვნაზე, რაც საზოგადოების უმრავლესობის და ეკლესიის ინტერესს ასახავს.