თეთრი სახლის პრესმდივანი ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ექვსი თვის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად რადიკალური ტრანსგენდერული იდეოლოგიის აღმოფხვრას, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პროგრამების გაუქმებას ასახელებს

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ექვსი თვის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად რადიკალური ტრანსგენდერული იდეოლოგიის აღმოფხვრა, ასევე მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პროგრამების გაუქმება დაასახელა.

ლევიტმა აღნიშნა, რომ ბავშვთა სქესის შეცვლის ქირურგიული და ჰორმონალური პროცედურები, შეერთებული შტატების კიდევ რამდენიმე საავადმყოფომ შეწყვიტა.

„ფედერალური მთავრობიდან და არმიიდან აღმოიფხვრა ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების პროგრამები. აიკრძალა ქალთა სპორტში მამაკაცების ასპარეზობა და დაბრუნდა საღი აზრი. პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანებების დამსახურებით დასრულდა ბავშვთა ქიმიური კასტრაციის პრაქტიკა. ამჯერად ვაშინგტონის ბავშვთა საავადმყოფომ გამოაცხადა, რომ არასრულწლოვნების სქესის შეცვლის ჰორმონალურ თერაპიებს აღარ დაუშვებს. ეს ამერიკისა და ამერიკელი ბავშვებისთვის უდიდესი გამარჯვებაა“, - თქვა ლევიტმა.