ტატა ხვედელიანი:

ტატა ხვედელიანი: "ანა წითლიძე დაფასდა იმისთვის, რომ დაშალა ზუგდიდში "ნაცმოძრაობის" ორგანიზაცია, შემდეგ გადმოვიდა თბილისში, აქ დაწინაურდა და გახდა "ოცნების" შტატგარეშე კოორდინატორი"

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე აცხადებს, რომ წინა არჩევნებში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" კოალიცია შექმნეს.

პარტიაში "გახარია საქართველოსთვის" ყოფილ სახელისუფლებო პარტიას წითელ ხაზად მიიჩნევენ და ანა წითლიძეს "ქართული ოცნების" შტატგარეშე კოორდინატორად მოიხსენიებენ.

"ჩვენ შეჩვეულები ვართ "ნაციონალური მოძრაობისგან", რადგან 13 წელი ვუყურეთ, ასე ტყუილი დანაპირებით და ტყუილი არგუმენტებით, როგორც ცდილობს, შესძინოს უპირატესობა "ქართულ ოცნებას". აქაც ქალბატონი ანა წითლიძე დაფასდა იმისთვის, რომ ფაქტობრივად, დაშალა ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზაცია, შემდეგ გადმოვიდა თბილისში, აქ დაწინაურდა და გახდა უკვე "ქართული ოცნების" შტატგარეშე კოორდინატორი," - განაცხადა პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ტატა ხვედელიანმა.

მარბიელი აშკარაა ხელისუფლება ძვ და ახალ ნაცებზე, ლელოზე და ყველაზე უფრო გახარიას უფრთხის; ეს წყალწყალა ჩორჩანის საქმე (თურმე გამყოფი ხაზთან რობის გადმოწევის და მოქალაქეტა გატაცების ასარიდებლად საგუსაგოს ჩადგმა, ღალატი ყოფილა) საკრებულოებში გახარიას თურმე ნაცებთან შეუკრავს კოალიცია ...არადა რუსთავში ქოცმა და ნაცმა ერთობლივად გადააყენეს გახარიელი და აირჩიეს ნაცი თავ-რე... როცა ქოცს აუცილებლად სჭირდებოდა ოუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა და ხმები არ ყოფნიდა, მაშველად 4 ნაცი მოევლინა ..
ამბობენ არაერთ ბიზნესში საჯაროდ ერთმანეთის მაგინებელი ნაცი და ქოცი ერთად ძოვენო...
ნაცების საქმის კომისიამ არც მიშა დაკითხა, არც მერაბიშვილი, არც ბარამიძე, არც უგულავა, არც ბ ახალაია, არც ბოკერია(???) რატომ?
ისევ მთავარზე: რატომ უფრთხის ქოცი გახარიას? იმიტომ, რომ რაც მეტად აჭრიჭინდება მათი მანქანა, მით მეტი ქოცი გახდება გახარიელი და ეს ჩანს რიგით ადამიანებში
1 დღის უკან