ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, გინტაუტას პალუცკასი და სეიმის სპიკერი, საულიუს სკვერნელისი თავშესაფარში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონმა შეაღწია.
მას შემდეგ, რაც თავდაპირველად დრონი ირანული წარმოების „შაჰედად“ შეცდომით მიიჩნიეს, მიღებული იყო გადაწყვეტილება პალუცკასისა და სკვერნელისის უსაფრთხო ადგილას ევაკუაციის შესახებ.
ობიექტი, რომელმაც ხუთშაბათს, 11:30 საათზე, ლიეტუვის საჰაერო სივრცე გადაკვეთა, სავარაუდოდ, თვითნაკეთი საფრენი აპარატი იყო და საფრთხეს არ წარმოადგენდა, - განაცხადეს მოგვიანებით ქვეყნის სამხედროებმა.