ინტერნეტში გავრცელდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის 2007 წელს ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობისას გაკეთებული განცხადების ნაწყვეტი, სადაც ის გარდაცვლილი პრემიერზურაბ ჟვანიაზე საუბრობს.
„არ დავიწყებ სპეკულაციას ამ თემაზე და არ ვიტყვი, რომ ზურაბ ჟვანია მოკლულია, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვფლობ ერთ ინფორმაციას, რომ მისი გვამი სახლში მიიტანეს. მისი გვამი იმ სახლში არ იმყოფებოდა და იქ მიიტანეს. დაიღუპა თუ არა გაზით არ ვიცი, მაგრამ იმ სახლში რომ მიიტანეს, ეს ვიცი. დღეს იმაზე არ ვისაუბრებ, იქ ვინ მიიტანა“, - აცხადებდა ირაკლი ოქრუაშვილი.