ევროპარლამენტი უკვე თვეების განმავლობაში განიხილავს იმას, რომ 2024 წლის ოქტომბერში ქართველებმა არ დაუშვეს ის მთავრობა, რომლის მოსვლასაც ევროკავშირი გეგმავდა, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ჰანს ნოიჰოფმა.
„ევროპარლამენტის კომიტეტები და ორგანოები უკვე თვეების განმავლობაში იკვლევენ, თუ როგორ დასაჯონ ქართველები ამის გამო. ეს ანგარიში შეიცავს ცოდვების კატალოგს და მოთხოვნებს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას, როგორიცაა პერსონალური სანქციები. თუმცა, ეს ანგარიში არაფერს ამბობს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობამ აარიდა ქვეყანა კონფლიქტს - კონფლიქტს, რომელიც მიმდინარეობს ორ ბლოკს შორის. ჩვენ ამ ანგარიშს მხარს არ დავუჭერთ“, - დასძინა მან.