ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში შევაჩეროთ ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში შევაჩეროთ ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში შევაჩეროთ ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ლიბერალური ფაშიზმი ყველგან ათანაბრებს ადამიანებს ძალიან მახინჯი ფორმით.

ვნახე ამერიკული ვიდეოები, სადაც ამერიკელი ლიბერალები იცინოდნენ კირკის მკვლელობაზე. ვიზუალურადაც კი ჰგვანან ეს ადამიანები ქართველ ლიბერალ-ფაშისტებს. რომ აიღოთ ფარჯიანი და ბრაჭველი, აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანები, არც კაცებს ჰგვანან და არც ქართველებს, არაფერს არ ჰგვანან, ზუსტად ასეთივე ამერიკელები საუბრობდნენ იგივე ტექსტებით ამ შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით. ლიბერალური ფაშიზმი ყველგან ათანაბრებს ადამიანებს ძალიან მახინჯი ფორმით. ერთნაირია ქართველი ლიბერალ-ფაშისტი და ამერიკელი ლიბერალ-ფაშისტი, გარეგნობითაც კი ჰგვანან ერთმანეთს, შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში შევაჩეროთ ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება, ამ იდეოლოგიის გავრცელება. ამას ემსახურებოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ამას ემსახურებოდა ბევრი სხვა ნაბიჯი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არავითარი გასაქანი არ მიეცეს ლიბერალურ ფაშიზმს საქართველოში. 100 წლის წინ ასეთი ყურადღებით რომ ემოქმედათ ქართველებს, როდესაც საქართველოში გარედან თავს გვახვევდნენ ბოლშევიზმს, ბოლშევიზმიც ასეთი წარმატებული ვერ იქნებ