დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მოყვარულ ჩოგბურთელთა შორის ტურნირი „დიდუბე 2025“ გაიმართა.
ტურნირი 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 80-მდე მოყვარული სპორტსმენი მონაწილეობდა.
ერთეულებში გამარჯვება ქალთა შორის თინა თურმანიძემ მოიპოვა, ხოლო კაცებში - ზვიად კალმახელიძემ.
ქალ წყვილებში გამარჯვება ხატია გოგლაძემ და თინა თურმანიძემ მოიპოვეს, ხოლო კაცებში - კარლო მეზურნიშვილმა და მიხეილ ჯანიკაშვილმა.
თამაშები ალექსანდრე მეტრეველის სახელობის მზიურის კორტებზე ჩატარდა.
გამარჯვებულებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ უგულავამ თასები, მედლები, სიგელები და სპორტული მაღაზიის ვაუჩერები გადასცა.