ირაკლი კობახიძე: „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის

ირაკლი კობახიძე: „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის" სახელმწიფო პროგრამა  წარმატებით ხორციელდება, ჩვენი ამოცანაა, რომ მინიმუმ 4-ჯერ გაიზარდოს დაფარვის არეალი

„დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის" სახელმწიფო პროგრამა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ ჯანდაცვის სფეროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროგრამა წარმატებით ხორციელდება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მოცვის არეალი გაიზარდოს.

„ამაზე აქტიურად ვიმუშავებთ. ჩვენი ამოცანაა, რომ მინიმუმ 4-ჯერ გაიზარდოს დაფარვის არეალი, რეალური სტატისტიკა. ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან აქტიურად იმუშავებს", -  განაცხადა პრემიერმა.