ირაკლი კობახიძე: განათლების სფეროში გვჭირდება სერიოზული ძვრები და ცვლილებები და ამ კომპლექსური კონცეფციის ნაწილი უნდა იყოს სახელოვნებო განათლებაც

ირაკლი კობახიძე: განათლების სფეროში გვჭირდება სერიოზული ძვრები და ცვლილებები და ამ კომპლექსური კონცეფციის ნაწილი უნდა იყოს სახელოვნებო განათლებაც

განათლების სფეროში გვჭირდება სერიოზული ძვრები და ცვლილებები და ამ კომპლექსური კონცეფციის ნაწილი უნდა იყოს სახელოვნებო განათლებაც, სადაც სერიოზული პრობლემები და ჩავარდნები გვაქვს, - ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ვითარება გამოსწორებას საჭიროებს.

„კომპლექსურად, განათლების რეფორმის კონცეფციის ფარგლებში გვექნება მსჯელობა სახელოვნებო განათლების სისტემის გაუმჯობესებაზეც", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ ასევე უპასუხა ლანჩხუთში კულტურის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ლანჩხუთთან მიმართებაში საერთო გეგმაში პრიორიტეტულად განისაზღვრება.