გოგი გვახარია: ოპოზიცია რომ შესულიყო პარლამენტში, კომისიის წევრები რომ ყოფილიყვნენ ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ახლა ეს ხალხი ციხეში არ იქნებოდა და პოლიტიკური ბრძოლა პარლამენტშიც გაგრძელდებოდა

გოგი გვახარია: ოპოზიცია რომ შესულიყო პარლამენტში, კომისიის წევრები რომ ყოფილიყვნენ ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ახლა ეს ხალხი ციხეში არ იქნებოდა და პოლიტიკური ბრძოლა პარლამენტშიც გაგრძელდებოდა

ოპოზიცია რომ შესულიყო პარლამენტში, ეს კომისია რომ შექმნილიყო... როგორც ვიცი კომისიის წევრებს შორის ოპოზიცია უნდა ჭარბობდეს... ანუ კომისიის წევრები რომ ყოფილიყვნენ ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე... ახლა ეს ხალხი ციხეში არ იქნებოდა და პოლიტიკური ბრძოლა პარლამენტშიც გაგრძელდებოდა, -  წერს კინომცოდნე გოგი გვახარია, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსები, რომლებმაც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მისვლას პატიმრობა არჩიეს, ადამიანურად სიმპათიას იმსახურებენ, თუმცა, ცხოვრება რომანი და კინო არ არის. შესაბამისად, გვახარია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური თვითმკვლელობა შეიძლება ლამაზი იყოს, მაგრამ მაინც თვითმკვლელობაა. 

"ვიცი როგორი რეაქცია გექნებათ, მაგრამ მაინც დავწერ იმას რასაც ვფიქრობ. მხოლოდ ფრენდებისთვის

აი ოპოზიცია რომ შესულიყო პარლამენტში, ეს კომისია რომ შექმნილიყო... როგორც ვიცი კომისიის წევრებს შორის ოპოზიცია უნდა ჭარბობდეს... ანუ კომისიის წევრები რომ ყოფილიყვნენ ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე... ახლა ეს ხალხი ციხეში არ იქნებოდა და პოლიტიკური ბრძოლა პარლამენტშიც გაგრძელდებოდა.

ჰო ასეა?

პრინციპულობა იშვიათია ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და მართლა დასაფასებელია რომ ოპოზიციამ სიტყვა არ გატეხა. როგორც რომანი, როგორც კინო - უბრალოდ შესანიშნავია და ადამიანურად სიმპატიის მეტს არაფერს იმსახურებს ეს ხალხი. მაგრამ ცხოვრება, სამწუხაროდ, რომანი და კინო არ არის. ნუ, ყოველთვის არ არის. პოლიტიკური თვითმკვლელობა შეიძლება ლამაზი იყოს, მაგრამ მაინც თვითმკვლელობაა," - წერს გოგი გვახარია.

მარბიელი საქმეც მაგაშია, პიროვნულად ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს სად იქნებიან ხაზარაძე, ჯაფარიძე და სხვანი, მაგრამ როცა ოპო იღებს 61 მანდატს და პარლამენტში არ შედის თურმე იმიტომ, რომ ედისონ რისერჩმა სხვა კვლება დაუდო, ან მის ბაბლში 99% აქვს, ეს არასერიოზულია
თუ გაყალბდა, რეალური მტკიცება სადაა?
თუ ყალბდებოდა, რატომ არჩევნების მიმდინარეობისას არ იყვირე?
ვთქვათ და (წარმოდგენით) მომავალში ამათ აიღეს 89 მანდატი და ქოცები არ შევიდნენ პარლამენტში, მერე რა იქნება?
დასკვნა: ვიღაც სულელმა თქვა არ შევიდეთო (იქნებ იმის იმედიც ჰქონდათ, რომ მანდატებს არ გაუუქმებდნენ) და მერე ზადნი ვერ მისცეს და გამოჩნდნენ სულელებად; მე ასი წელი ნაცის და მისი განაყოფის ამომრცეველი არ ვიქნები, მაგრამ 8 კაცი ვიცი, ვინც თქვა - აწი მაგათთვის ხმის მიმცემის დედაცო
4 საათის უკან