მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც, ირაკლი კობახიძემ პირველად ახსენა

მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც, ირაკლი კობახიძემ პირველად ახსენა "გლობალური ომის პარტია" ძალიან კარგად მიხვდნენ რაზეც იყო საუბარი, პირველ რიგში ამას დაარტყეს და ჩვენ დაგვაბრალეს ანტიევროპული რიტორიკა

როდესაც ვსაუბრობთ ევროპაზე, ევროკავშირზე და რა ხდება იქ, ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმდევარია?! - არა არ არის ასე. ჩვენ რაღაცნაირად რომანტიზება მოვახდინეთ ყველაფრის და კი გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა რაღაცნაირად არ გვინდა დავინახოთ იქ რა პროცესები მიდის ხოლმე    და არ გვინდა შევხედოთ იქ ადგილზე რა ხდება,-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ახსენა გლობალური ომის პარტია პირველ რიგში ამას დაარტყეს და  „ქართულ ოცნებას“ დააბრალეს ანტიევროპული რიტორიკა. 

მისი თქმით, მსგავსი პრობლემები, უცხო საკმაოდ დიდ ძალასთან ბრძოლისა, არც ევროპის ზოგიერთი ქვეყნისათვის არის უცხო. 

„იდეალური არაფერი არ არის, ყველგან არის სხვადასხვა პროცესები. ყველგან არის სხვადასხვა ძალები.  მე მახსოვს გაღიზიანება, ასევე ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის, როდესაც ირაკლი კობახიძემ პირველად ახსენა "გლობალური ომის პარტია" ძალიან კარგად მიხვდნენ რაზე იყო საუბარი, ძალიან კარგად მიხვდნენ, ახლა რომ „დიფ სთეითად“ მოიხსენიებენ, რაზე იყო აქ საუბარი და რისთვის იყო ეს ტერმინი გამოყენებული სწორად, რომ ყოფილიყო გაგებული. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამას დაარტყეს და ამის განზოგადება მოახდინეს და ჩვენ დაგვაბრალეს ანტიევროპული რიტორიკა. სინამდვილეში,  არანაირი ანტიევროპული რიტორიკა არ არსებობს, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაზეც ევროპაშიც საუბრობენ, რამდენად ხმამაღლა ისმის ეს უკვე მედიის  მდგომარეობასთან მიგვიყვანს ალბათ. ზოგადად ამაზე რომ განვავრცოთ.
თუმცა ეს პრობლემები არის ყველგან ის ჩვენ, რასაც ვუყურებთ დღეს საქართველოში, ყველგან არის მეტ-ნაკლებად უბრალოდ არის რაღაც დაცვის მექანიზმები საზოგადოების სიმყარე, ალბათ და ჩვენი საზოგადოების სიმყარეც არის ნამდვილად ის ძალა, რაც ჩვენ გვაქვს და რის გამოც ჩვენ დღეს გვაქვს სტაბილურობა და გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა,რომ მშვიდობიან საქართველოში ვიყოთ. ეს ნამდვილად არის ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი მოქალაქეების დამსახურება პირველ რიგში და სწორედ მათი არჩევანის დამსახურება. თუმცა,  მე ვერ ვიტყოდი რომ ეს პრობლემები არის უცხო ევროპისთვის მეტ-ნაკლებად ეს ჩანს და თუ კარგად დავაკვირდებით, ზოგ ქვეყანაში მეტად, ზოგ ქვეყანაში ნაკლებად წავაწყდებით, რომ არის საკმაოდ დიდ ძალასთან ბრძოლის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს“,-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.