გივი მიქანაძე: მათი მთავარი მიზანი იყო, რომ საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეული დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო ცნობილი და შესაბამისად, ამით ჩვენი ქვეყნისთვის და მისი იმიჯისთვის ზიანი მოეტანათ 

გივი მიქანაძე: მათი მთავარი მიზანი იყო, რომ საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეული დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო ცნობილი და შესაბამისად, ამით ჩვენი ქვეყნისთვის და მისი იმიჯისთვის ზიანი მოეტანათ 

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებების განხილვასთან დაკავშირებით  საქართველოს პარლამენტის წევრს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს,  გივი მიქანაძეს უსმენენ.

გივი მიქანაძე იხსენებს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პერიოდს, როდესაც საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა უნდა მომხდარიყო  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რასაც უპრეცედენტო მობილიზება მოჰყვა, როგორც რადიკალური ჯგუფების, კონკრეტული პოლიტიკოსების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან.

მიქანაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის მთავარი მიზანი იყო, რომ საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეული დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო ცნობილი და შესაბამისად ამით საქართველოსთვის  და მისი იმიჯისთვის ზიანი მოეტანათ.   

„იყო უპრეცედენტო მობილიზება, როგორც რადიკალური ჯგუფების, კონკრეტული პოლიტიკოსების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების. ასეთი რაოდენობის ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია მე არ მახსენდება არც წინა მოწვევაში და ზოგადად,   ევროპის საბჭოსთან მე კარიერულად მაკავშირებს ურთიერთობა წლების  როგორც თბილისი ოფისში, ასევე გარკვეული პერიოდის განმავლობაში სტრასბურგში, სათაო ოფისშიც ვმუშაობდი და ვკურირებდი კონკრეტულ მიმართულებებს. მე არ მახსენდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ოპოზიციური სპექტრის და არასამთავრობო ორგანიზაციების ასეთი რაოდენობა და მობილიზება მითუმეტეს, რომ ისინი მიწვეული იყვნენ თითოეული სტუმრის სტატუსით, ისინი არ იყვნენ ოფიციალურ პირებად მიწვეული. ისინი არ იყვნენ დელეგაციის წვერები, იმიტომ რომ მათ მანდატებზე უარი განაცხადეს და ზოგადად პარლამენტში შემოსვლაზე, იცით ეს ყველაფერი.  მთელი ეს სამუშაო, ისინი რამდენიმე დღით ადრე ჩავიდნენ სტრასბურგში და მანამდე როგორც ჩანს, იკვეთება, რომ ჰქონდათ ინტენსიური კომუნიკაცია სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან და ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ყველაზე მეტად გამოკვეთილად ჩანს ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფი, ლიბერალებისა და დემოკრატების ჯგუფი ე.წ ალდე. მათთან ჰქონდათ ყველაზე აქტიური კომუნიკაცია თან ეს ის მომენტია, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფები, მათი შემადგენელი წევრებიც არიან. შესაბამისად, მათი მთავარი მიზანი იყო, რომ საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეული დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო ცნობილი და შესაბამისად ამით, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის და მისი იმიჯისთვის ზიანი მოეტანათ.   ეს მათ არც დაუფარავთ იმიტომ რომ კონკრეტული პოლიტიკოსები აცხადებდნენ ღიად და საჯაროს, ეს არა ერთხელ საზოგადოებას მოუსმენია, რომ მათი მიზანი არის, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ აღიაროს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ“-განაცხადა გივი მიქანაძემ.