რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ევროკომისია საკუთარ ინიციატივას, რომელიც რამდენიმე კვირის წინ წარადგინა და რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის 60 დოლარიდან 45 დოლარამდე დაწევას გულისხმობდა, ახლა ეწინააღმდეგება.
„ვითარება უცნაურად შეიცვალა. ევროკომისია რამდენიმე კვირის წინ წარდგენილ ინიციატივას, რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის 60 დოლარიდან 45 დოლარამდე დაწევას, ახლა ეწინააღმდეგება“, - დაწერა იოზვიაკმა.