ირანული მედიის ინფორმაციით, ისრაელის სადაზვერვო სამსახურის, „მოსადის“ ექვსი ჯაშუში დააკავეს.
ირანული მედიის თანახმად, ექვსი ჯაშუში, რომლებიც ირანში „მოსადის“ მიზნების განხორციელებას ცდილობდნენ, ქალაქებში: რაზანში, ნაჰავანდში და ჰამადანში გამოავლინეს და დააკავეს.
ირანული მედია წერს, რომ ეს დაქირავებული პირები, კიბერსივრცეში მიზანმიმართული აქტივობებით, რეჟიმის აგენტებთან კომუნიკაციისას ცდილობდნენ საზოგადოებრივი არეულობის გამოწვევას და ირანის იმიჯის შელახვას.