ყირიმში უკვე რეფერენდუმის შედეგებს ზეიმობენ. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რეფერენდუმზე ხმის მისაცემად მისული ყირიმელების 93%-მა პროცენტმა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას დაუჭირა მხარი.
"კრიმინფორმის" ცნობით, გამოკითხულთა 7%-მა პროცენტმა ხმა უკრაინის სასარგებლოდ მისცა.
გამოკითხვა 200 საარჩევნო უბანზე ჩატარდა.