ავიაკატასტროფას ინდოეთში ერთი ადამიანი გადაურჩა

ავიაკატასტროფას ინდოეთში ერთი ადამიანი გადაურჩა

დასავლეთ ინდოეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ერთი მგზავრი გადარჩა.

Air India-ს თვითმფრინავის ჩამოვარდნის ერთადერთი გადარჩენილი, სავარაუდოდ, 38 წლის მამაკაცია, რომელიც მე-11A სავარძელში იჯდა. „აფრენიდან ოცდაათი წამის შემდეგ, ძლიერი ხმაური გაისმა და შემდეგ თვითმფრინავი ჩამოვარდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა“, - თქვა ვიშვაშმა, ბრიტანეთის მოქალაქემ, რომელიც ჩამოვარდნის შედეგად გადარჩა. მას გულმკერდის, თვალებისა და ფეხების დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა ამჟამად სტაბილურ მდგომარეობაშია.