ირაკლი კობახიძე - სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები ეხება საკმაოდ მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, როგორიცაა მაგალითად თაღლითობა, დაზარალებულის ინტერესები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული და აღნიშნული ცვლილებები, სწორედ, ამას ემსახურება

დაზარალებულის ინტერესები მაქსიმალურად ინდა იყოს დაცული და, სწორედ, ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომელიც შედის სისხლის სამართლის კოდექსში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად ბუდაპეშტში განაცხადა.

მისივე თქმით, ცვლილებები ეხება მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, მაგალითად, როგორიცაა თაღლითობა, რაც სერიოზული ზიანის მომტანია დაზარალებული პირისთვის.

„საქმე ეხება საკმაოდ მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, როგორიცაა თაღლითობა და ა.შ. რაც სერიოზული ზიანის მომტანია შესაბამისი დაზარალებული პირებისთვის და ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ ასეთი ადამიანები, დამნაშავეები სერიოზულ ზარალს აყენებენ სხვა პირებს. შემდეგ მოიხდიან ხოლმე სასჯელს, გამოდიან და სარგებლობენ მითვისებული ქონებით. იმისათვის, რომ ასეთი გეგმა არავის ჰქონდეს და ასეთი ინტერესი არავის გაუჩნდეს, მნიშვნელოვანია, გამკაცრდეს კანონმდებლობა. დაზარალებულის ინტერესები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული და, სწორედ, ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომელიც შედის სისხლის სამართლის კოდექსში,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.