შალვა პაპუაშვილი: არანაირი ლიდერი ოპოზიციას არ ჰყავს. ოპოზიციის ლიდერი არის ქვეყნის გარეთ. გარედან იმართება, მარიონეტები არიან

შალვა პაპუაშვილი: არანაირი ლიდერი ოპოზიციას არ ჰყავს. ოპოზიციის ლიდერი არის ქვეყნის გარეთ. გარედან იმართება, მარიონეტები არიან

მნიშვნელოვანია, ჩვენ დავაკვირდეთ, რას საუბრობენ უცხოელი პოლიტიკოსები თუ სხვადასხვა დონორი, ვინაიდან მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს ისინი წყვეტენ, - განაცხადა ოპოზიციაზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

იგი პაატა ბურჭულაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომ მისი და სალომე ზურაბიშვილის პლატფორმა ერთმანეთისგან განსხვავდება. კითხვაზე, როგორია ოპოზიციის შანსები თვითმმართველობის არჩევნებში და ზოგადად, რა ხდება ოპოზიციაში, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ხდება ის, რაც ყოველთვის ხდებოდა“.

„არანაირი ლიდერი ოპოზიციას არ ჰყავს. ოპოზიციის ლიდერი არის ქვეყნის გარეთ. გარედან იმართება სრულად, მარიონეტები არიან.

არანაირი საკუთარი ნება მათ არ გააჩნიათ. შესაბამისად, მათი საუბრიდან გამომდინარე, კომენტარის გაკეთება რთულია. მნიშვნელოვანია, ჩვენ დავაკვირდეთ, რას საუბრობენ უცხოელი პოლიტიკოსები თუ სხვადასხვა დონორი, ვინაიდან მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს ისინი წყვეტენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.