გერმანიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო მამაკაცი, რომელმაც ანალენა ბერბოკს „მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“ უწოდა, და მას 9 600 ევროს გადახდა დააკისრა. უფრო ადრე, ჰანოვერის სასამართლომ 600 ევროს ჯარიმა დააკისრა ქალს, რომელმაც ინსტაგრამში მინისტრ ანალენა ბერბოკს შეურაცხყოფა მიაყენა - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, არ უნდა უკვირდეთ აქაურ ფსევდო-ევროპელებს, თუკი მათაც იგივე ელოდებათ მსგავსი საქციელისთვის.
„გერმანიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო მამაკაცი, რომელმაც ანალენა ბერბოკს „მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“ უწოდა, და მას 9 600 ევროს გადახდა დააკისრა
უფრო ადრე, ჰანოვერის სასამართლომ 600 ევროს ჯარიმა დააკისრა ქალს, რომელმაც ინსტაგრამში მინისტრ ანალენა ბერბოკს შეურაცხყოფა მიაყენა.
ასე რომ ნუ გაუკვირდებათ და ეწყინებათ აქაურ ფსევდო-ევროპელებს, თუკი მათაც იგივე ელოდებათ მსგავსი საქციელისთვის. ისე, როგორ არის მათი საქმე, ახლა რომ შფოთავენ, კანონმა რომ კუდზე ფეხი დააჭირათ? ევროპაში შეიძლება და საქართველოში არ შეიძლება?“ - წერს ანჯაფარიძე.