მამაკაცი, რომელმაც ანალენა ბერბოკს “მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი” უწოდა, გერმანიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9600 ევროს გადახდა დააკისრა

მამაკაცი, რომელმაც ანალენა ბერბოკს “მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი” უწოდა, გერმანიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9600 ევროს გადახდა დააკისრა

“მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“: ფრანკონიელ  მამაკაცს გერმანიის სასამართლომ ანალენა ბერბოკისთვის მიყენებული ამ შეურაცხყოფისთვის 9600 ევროს გადახდა დააკისრა.

ანალენა ბერბოკმა, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, კობურგის პროკურატურაში სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა 58 წლის მამაკაცის წინააღმდეგ. საჩივრის თანახმად, ზემო ფრანკონიის წარმომადგენელმა სოციალურ მედია პლატფორმაზე „X“, “მწვანეების” წარმომადგენელ ბერბოკს „მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“ უწოდა.

ბრალდებულმა თავდაპირველად სააპელაციო საჩივარი შეიტანა, მაგრამ შემდგომში იგი უკან გაიწვია.

პროცესის მიმდინარეობისას, სასამართლომ სულ ოთხი დანაშაული დაადგინა. პრესსპიკერის თქმით, ორი შეურაცხყოფა, ერთი ბერბოკის და მეორე სოციალ-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკოსის, მიხაელ როთის მიმართ, პოლიტიკური წარმომადგენლების შეურაცხყოფას წარმოადგენს, ხოლო, დანარჩენი ორი შეურაცხყოფა, ამ შემთხვევაში სოვსან შებლის (სოციალ-დემოკრატიული პარტია) და მარი-აგნეს სტრაკ-ციმერმანის (თავისუფალი დემოკრატიული პარტია) მიმართ, პირთა შეურაცხყოფის კატეგორიას მიეკუთვნება.

მარბიელი ანუ გერმანიაში დემოკრატიას სხვა მოთხოვნები აქვს და აქ სხვა? იქ დააჯარიმეს, და აქ იმ ქვეყნის ელჩი აფინანსებს მაგინებლებს?!
1 დღის უკან
მარბიელი დარჩიაშვილი გამოდის პალიტრა ნიუსზე და კომენტარს აკეთებს - ფეისბუკპოსტებით ლანძღვა-გინების გამო სასამართლოში დაბარება და ჯარიმა დემოკრატიის საშინელიმ უკუსვლააო; წამყვანი ქალი თვალებში შესციცინებს და კითხვა არ უჩნდება, თუ გერმანიაში მინისტრის შეფასებისათვის (და არა გინებისათვის) კაცი 9600 ევროთი დააჯარიმეს, დაქცეულა თუ არა გერმანიის დემოკრატიაო; ასეთი კვერცხი ჟურნალისტები იქითაც და აქეთაც საზოგადოებას მათ საწინააღმდეგოდ განაწყობს! არც ცოდნა გაქვს, არც ლოგიკა? რითი აზროვნებთ ბალიშზე დასადებით თუ სკამზე დასადებით? ამ მაგალითის მიხედვით პასუხი ცხადია!
1 დღის უკან