პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერის დონალდ ტუსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ლობირებს, რათა საქართველოს მოქალაქეებს ბლოკთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეთ. სეფაშვილის განცხადებით, ეს საქართველოზე კოორდინირებული შეტევის ერთ-ერთი მაგალითია.
„ეს არის კიდევ ერთი კოორდინირებული შეტევის ერთ-ერთი მაგალითი საქართველოზე. მოგეხსენებათ
, ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები და ამასთან დაკავშირებით გააქტიურდნენ ისევ საერთაშორისო აქტორები, რომლებსაც სურთ საქართველოში ძალისმიერი ან ნებისმიერი სხვა მეთოდით ხელისუფლების შეცვლა. რა თქმა უნდა ისინი ამ მიზანს ვერ მიაღწევენ”, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
დონალდ ტუსკის მთავრობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ლობირებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ბლოკთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეთ. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმა, მისი მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრის დაწყებამდე, პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.