ირაკლი ზარქუა დონალდ ტუსკის განცხადებაზე: არის მექანიზმები, რომლებიც აზღვევს საქართველოს ასეთი გადაწყვეტილებისგან. ასე რომ, ტუსკმა შეინახოს თავისი მუქარები

ირაკლი ზარქუა დონალდ ტუსკის განცხადებაზე: არის მექანიზმები, რომლებიც აზღვევს საქართველოს ასეთი გადაწყვეტილებისგან. ასე რომ, ტუსკმა შეინახოს თავისი მუქარები

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერის დონალდ ტუსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ლობირებს, რათა საქართველოს მოქალაქეებს ბლოკთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეთ.

ზარქუას შეფასებით, პოლონეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობისგან ასეთი პოზიცია გასაკვირი არ არის.

„პოლონეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობისგან სხვას რას უნდა ველოდოთ. ტუსკი და სირკორსი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პირდაპირ არიან სააკაშვილის ლობისტები. ამ ხალხს დღესაც რომ ჰკითხოთ, სააკაშვილი იყო დემოკრატიის შუქურა და ევროპულ ღირებულებებს იცავდა „ნაცმოძრაობა“ და მთელი ეს ბანდა. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ის ჩვენ გვებრძვის.

„კანდიდატის“ სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია შანტაჟის და მუქარის ინსტრუმენტად აქვთ გამოყენებული. არაერთხელ იყო მცდელობა, რომ შეეჩერებინათ, მაგრამ იქ არის მექანიზმები, რომლებიც აზღვევს საქართველოს ასეთი გადაწყვეტილებისგან. ასე რომ, ტუსკმა შეინახოს თავისი მუქარები”, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დონალდ ტუსკის მთავრობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ლობირებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ბლოკთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეთ. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმა, მისი მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრის დაწყებამდე, პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.