თეა წულუკიანი: აქაც, ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოს ომში, მართვის ბერკეტი ჰქონდა შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს, რომელიც, ვიდეოშიც ვნახეთ, რომ ითხოვს ორ გვამს, შემდეგ მერაბიშვილი ადგილზეც კი მივიდა და რეალურად მან მართა პროცესები 

თეა წულუკიანი: აქაც, ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოს ომში, მართვის ბერკეტი ჰქონდა შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს, რომელიც, ვიდეოშიც ვნახეთ, რომ ითხოვს ორ გვამს, შემდეგ მერაბიშვილი ადგილზეც კი მივიდა და რეალურად მან მართა პროცესები 

ფასადური პიარის დუღილის ტემპერატურამდე აწევა ხდება, იდენტიფიცირება ვიღაც პირების, რომ ესენი არიან მტრები, უნდა იყვნენ ლიკვიდირებულები და სახელმწიფომ მოირგო ქუდი, თითქოს, მუხროვანში იყო აჯანყების მცდელობა და მათ ეს მცდელობა ჩაახშეს, ისევე როგორც ჩაახშეს სამაჩაბლოში მცხოვრები გმირი მოსახლეობის თავდაცვისუნარიანობის და წინააღმდეგობის გაწევის უნარი და ისევე როგორც კოდორის ხეობაში ჩაახშეს თავისუფლებისთვის ლტოლვა - ეს იყო რეალური სურათი,  -  ამის შესახებ გენერალმა კობა კობალაძემ, მუხროვანის ამბოხის სახელით ცნობილ სისხლის სამართლის საქმეზე საუბრისას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ კობალაძის ნაამბობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მუხროვანშიც, ისევე როგორც აგვისტოს ომის დროს, მართვის ბერკეტი ჰქონდა იმდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს.

"შესაბამისად, ასე შეგვიძლია შევაჯამოთ ის, რაც თქვენ ბრძანეთ რომ აქაც, ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოს ომში, რეალურად, მართვის ბერკეტი ჰქონდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს, რომელიც ჩვენ ვიდეოშიც ვნახეთ, რომ ითხოვს ორ გვამს,. თქვენ ამბობთ, რომ მას ჰყავდა ემისარი, რომელიც მუხროვანიდან მიუტანდა-ხოლმე მას ამბებს და შემდეგ მერაბიშვილი ადგილზეც კი მივიდა და რეალურად მან მართა პროცესები, განაცხადა თეა წულუკიანმა.

მის კითხვაზე, "ამ დროს, სად არის თავდაცვის მინისტრი?", კობალაძემ უპასუხა: "სასამართლოს მიმდინარეობის კრებსებიდან გამოიკვეთა ის, რომ თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური მმართველობა გათიშული იყო."