ლოს-ანჯელესის ცენტრში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ლოს-ანჯელესის ცენტრში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ლოს-ანჯელესის ცენტრში, სადაც დემონსტრანტები გამოსვლებს მართავენ, კომენდანტის საათი ამოქმედდა. ინფორმაციას CNN-ი ქალაქის მერზე, კარენ ბასზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქალაქის ფართობი, რომელზეც კომენდანტის საათი ვრცელდება, დაახლოებით 1,6 კვადრატული კილომეტრია. როგორც CNN-ს სამართალდამცავ ორგანოებში წყარომ განუცხადა, კომენდანტის საათი ლოს-ანჯელესის დაახლოებით 100 ათას მცხოვრებს შეეხება.

„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უკანონო შეკრებებში მონაწილეობის მიღებას ან დანაშაულის ჩადენას გააგრძელებს, დაკავებული და დაპატიმრებული იქნება“, - ციტირებს ტელეარხი ლოს-ანჯელესის პოლიციას.

მარბიელი რატომ არ უჭერენ მხარს ამერიკის მემაშხალე და ქვასროლია მომიტინგეებს ქართველი კოლეგები? რატომ არ მიდის მათ მხარდასაჭერად ხოშტარია, ზურაბიშვილი, ცაბე, ელისაშვილი გრიგორიადისი?
ჯო უილსონი ცოცხალია? თუ ქართველ მოძალადეებს ის არა ფულის (როგორც მგონია) არამედ ღირებულების გამო უჭერდა მხარს, ახლა სადაა მისი ეს ღირებულება? რატომ ბარიკადზე არ დგას?
1 დღის უკან