უკრაინა დრონებისა და რაკეტების მასიური შეტევის ქვეშაა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში განაცხადეს.
რამდენიმე რეგიონში მოქმედებს საჰაერო თავდაცვის საშუალებები.
გარდა ამისა, რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა.