მიგვაჩნია, რომ ვართ სრულად სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც ყველანაირი უფლება გვაქვს, დემოკრატიული კანონების ფარგლებში სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესები დავიცვათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვიულს კითხვა დაუსვეს საქართველოში შვედეთის საელჩოს განცხადებაზე, სადაც საელჩო აღნიშნავს, რომ შვედეთში უცხოური დაფინანსების შესაფასებლად სპეციალური გამოძიების თავმჯდომარის დანიშვნა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.
„გარკვეულ პოლიტიკურ ლიდერებს აქვთ წარმოდგენა, რომ მათი ქვეყანა სრულყოფილია და უფლება აქვთ, თავიანთი ინტერესები ყველა დონეზე დაიცვან, ხოლო საქართველო, დროებით მაინც, არშემდგარი ქვეყანა უნდა იყოს, რომელიც გარე მმართველობის ქვეშ უნდა არსებობდეს. ეს არის ის განსხვავება, რაც ჩვენი და გარე აქტორების ხედვას შორისაა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.