ჯეფრი საქსი: თქვენი სახელმწიფო, რომელიც ათიათასწლიანი ცივილიზაციაა, თქვენი საგანძურია, სამომავლო სწრაფი ზრდის საფუძველი, ცივილიზაციათა შორის ხიდი. იმედია, აშშ და ევროკავშირი პატივს სცემენ ამ გეოგრაფიას, იქნებიან მეგობრულები

ჯეფრი საქსი: თქვენი სახელმწიფო, რომელიც ათიათასწლიანი ცივილიზაციაა, თქვენი საგანძურია, სამომავლო სწრაფი ზრდის საფუძველი, ცივილიზაციათა შორის ხიდი. იმედია, აშშ და ევროკავშირი პატივს სცემენ ამ გეოგრაფიას, იქნებიან მეგობრულები

აუცილებელია, რომ სამხრეთ კავკასიას თავიდან აარიდოთ დასავლეთის თამაშებში პაიკად ყოფნა, - განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელის პრეზიდენტმა, ჯეფრი საქსმა, „თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას.

ჯეფრი საქსის თქმით, საქართველო არის არამარტო სატრანსპორტო, არამედ, ცივილიზაციათა შორის ხიდი და ის არის ქართველების საგანძური, რომელიც უზრუნველყოფს სამომავლო კეთილდღეობას.

„თქვენი მშვენიერი სახელმწიფო, რომელიც ათიათასწლიანი ცივილიზაციაა, თქვენი წვლილი მსოფლიოში, თქვენი ლამაზი ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობა, თქვენი ქვეყანა, როგორც სოფლის მეურნეობის ჰაბი, წარმოების ცენტრი, მოწინავე IT ცენტრი და არამარტო სატრანსპორტო ხიდი, არამედ, ცივილიზაციათა შორის ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის - არის თქვენი საგანძური, სამომავლო კეთილდღეობის წყარო და სწრაფი ზრდის საფუძველი. ეს არის მიზეზი, რომ შეინარჩუნოთ მშვიდობა. იმედი მაქვს, რომ აშშ და ევროკავშირი პატივს სცემენ ამ გეოგრაფიას, იქნებიან მეგობრულები და არ ეცდებიან თავიანთი ძალაუფლების გაფართოებას ისე, რომ საფრთხე შეუქმნან თქვენს ქვეყანას“, - განაცხადა ჯეფრი საქსმა.