შალვა პაპუაშვილი შვედეთის საელჩოს განცხადებაზე: არც ერთი დიპლომატის საქმე არ არის ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლის და მის მიერ მიღებული კანონების უსაფუძვლო კრიტიკა. ეს განცხადება არის ცინიზმი

შალვა პაპუაშვილი შვედეთის საელჩოს განცხადებაზე: არც ერთი დიპლომატის საქმე არ არის ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლის და მის მიერ მიღებული კანონების უსაფუძვლო კრიტიკა. ეს განცხადება არის ცინიზმი

არც ერთი დიპლომატის საქმე არ არის და არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლის და მის მიერ მიღებული კანონების უსაფუძვლო კრიტიკა. ეს განცხადება არის ცინიზმი, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც დიპლომატიური უწყება განმარტავს, რომ შვედეთში ექსტრემისტულ და ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსების თაობაზე დაწყებული პროცესი მკვეთრად განსხვავდება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, არასერიოზულია მსგავსი შინაარსის განცხადების გამოქვეყნება იმ ფონზე, როდესაც შვედეთის წარმომადგენელი თავად ახალისებს საქართველოში ექსტრემიზმს.

„ზუსტად ეს არის მაგალითი, როდესაც საელჩო ცინიზმით არის დაკავებული. იმავე განცხადებაში თავს დაესხა საქართველოს პარლამენტს და მის მიერ მიღებულ კანონს, რაც ასევე, არის ვენის კონვენციის დარღვევა. არც ერთი დიპლომატის საქმე არ არის და არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლის და მის მიერ მიღებული კანონების უსაფუძვლო კრიტიკა.

ეს განცხადება არის ცინიზმი. როდესაც შვედეთის საელჩო ამბობს, რომ შვედური კანონი, რომელიც უნდა მიიღონ ეხება ექსტრემიზმის და საბოტაჟის დაფინანსების აკრძალვას, მაშინ, როდესაც შვედეთის ხელისუფლების წევრი საქართველოში ახალისებდა ექსტრემიზმს და ახალისებდა საბოტაჟს. გვახსოვს, 11 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის წინ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი იდგა და მიმართავდა რადიკალურ ოპოზიციას და შემდეგ სატელევიზიო ჩართვაში მოუწოდებდა რადიკალებს პარლამენტის საბოტაჟისკენ, ექსტრემიზმისკენ, რომ გამოსულიყვნენ ქუჩაში და გაემეორებინათ „მაიდანი“. ანუ აქ ყოფილიყო სისხლიანი პროცესები.

სადმე გსმენიათ შვედეთის საელჩოს განცხადება, რომ არ იზიარებს, გმობს, ემიჯნება? არა! რახან არ გმობს და არ ემიჯნება ე.ი. იზიარებს. აქედან გამომდინარე, როდესაც შვედეთის საელჩო თავად იზიარებს ექსტრემიზმის და საბოტაჟის წახალისების მოწოდებებს, აბსოლუტური ცინიკური განცხადებების გამოქვეყნება და საუბარი იმაზე, რომ თითქოს სხვა განზრახვები აქვთ შვედეთში არასერიოზულია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

Gami შვედეთის საელჩოსი კი არა, ჩვენი საელჩოების რაიმე საპროტესტო განცხადებები სმენია პაპუაშვილს ან ვინმეს, საერთოდ?
1 დღის უკან
Gami შვედეთის საელჩოსი კი არა, ჩვენი საელჩოების რაიმე საპროტესტო განცხადებები სმენია პაპუაშვილს ან ვინმეს, საერთოდ?
1 დღის უკან