გადაცემა "რეაქციის" მსვლელობისას ტელეკომპანია „იმედის“ ეზოსთან ახალგაზრდების ჯგუფი სტუდიიდან გასულ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს დაუპირისპირდა. აქციის მონაწილეები ყველა იმ მოსაზრებასაპროტესტებენ, რომელიც ბოლო საათების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ეთერში ისმოდა.
მელორ ვაჩნაძე და მისი თანმხლები პირები ოპოზიციის წარმომადგენლებს დებატებში იწვევენ, რადგან მათთვისმიუღებელია ყველა ის მოსაზრება, რომელიც 2008 წლის ომთან დაკავშირებით უმცირესობის წევრებს აქვთ.როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ტელეკომპანიასთან შეიკრიბნენ იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პირადად გასაუბრებოდნენ იმ პრობლემებზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში არსებობდა.
ადგილზე ინციდენტიც მოხდა. ლადო ვარძელაშვილის მანქანას, ტელეკომპანიის ტერიტორიის დატოვებისას,კვერცხები დაუშინეს. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას. აქციის მონაწილეები"იმედის” შენობასთან ამდრომდე რჩებიან.