თუ ევროპარლამენტის რეზოლუციას მივყვებით მაშინ ჯერ სააკაშვილის უნდა გავათავისუფლოთ, შემდეგ ტელევიზიებში შევვარდეთ და დავხუროთ, შემდეგ თავები უნდა დავისანქციროთ და არჩევნები დავნიშნოთ. ესაა რასაც გვეუბნებიან, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციას.
მისი თქმით, რეზოლუციაში საბჭოთა კავშირის მენტალიტეტია ჩადებული.
„თუ ევროპარლამენტის რეზოლუციას მივყვებით მაშინ თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ. ჯერ მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და მას ბოდიში ვუთხრათ, რომ მოუწია სასჯელაღსრულების სისტემაში ყოფნა. შემდეგ გავაკეთებთ იმას, რომ დავხურავთ ტელევიზიებს, შევვარდებით „იმედში“, შევვარდებით „საზოგადოებრივ მაუწყებელში“, შევვარდებით სხვა ტელევიზიებში, რომელზეც ევროპარლამენტი თავისი რეზოლუციით ამბობს, რომ არის დასახური და სინამდვილეში ეს აქვთ მომზადებული. როგორც კი ხელისუფლებას ხელში ჩაიგდებენ,რომ გაიმეორონ შევარდნები ტელევიზიაში. რასა იუკნევიჩიენეს მომზადებული აქვს ამის სამართლებრივი საფუძვლები. იტყვიან აი, ევროპარლამენტის რეზოლუცია არის და შევარდებიან, დააწვენენ იატაკზე, როგორც მაშინ ფეხმძიმე ჟურნალისტებს და დახურავენ ტელევიზიებს. ანუ თუ მივყვებით თანმიმდევრულად მაშინ ჯერ ტელევიზიები უნდა დავხუროთ. შემდეგ თავები უნდა დავისანქციროთ ასე ვთქვათ და თვითგვემას მივმართოთ და ამის შემდეგ შეიძლება დავფიქრდეთ ახალ არჩევნებზე. აი, ეს არის რასაც გვეუბნებიან, რომ ეს არის ევროპული ღირებულება. ჩვენ ხომ ვხვდებით, რომ ეს არის ტყუილი, რომელსაც ჩვენ გვაკიდებენ, როგორც ევროპას და სინამდვილეში არის საბჭოთა კავშირი, ის მენტალიტეტი, რომელიც ამ რეზოლუციაში არის ჩადებული. როდესაც გორბაჩოვის თანამებრძოლები არიან ამ რეზოლუციის ავტორები, იქ ჩვენ რას მოველით?! რა უნდა იქ ევროპას, იქ არის საბჭოთა კავშირი“, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.