შალვა პაპაშვილი: მე ვიყავი კახეთში, ოპოზიცია იყო ბრიტანეთის საელჩოში. კახეთში ხალხი ვნახე, ვინაიდან ჩვენთვის ხელისუფლების წყარო ჩვენი ხალხია. ოპოზიციისთვის ხელისუფლების წყარო არის სხვადასხვა ელჩი და საელჩო

შალვა პაპაშვილი: მე ვიყავი კახეთში, ოპოზიცია იყო ბრიტანეთის საელჩოში. კახეთში ხალხი ვნახე, ვინაიდან ჩვენთვის ხელისუფლების წყარო ჩვენი ხალხია. ოპოზიციისთვის ხელისუფლების წყარო არის სხვადასხვა ელჩი და საელჩო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის ნაწილის ბრიტანეთის საელჩოში ვიზიტს გამოეხმაურა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მან არ იცის რაზე ისაუბრეს ოპოზიციონერებმა ელჩთან, თუმცა ვარაუდობს, რომ მიიღეს გარკვეული მითითებები და ინსტრუქციები.

„მე გუშინწინ ვიყავი კახეთში, ოპოზიცია გუშინ იყო ბრიტანეთის საელჩოში. მე კახეთში ხალხი ვნახე, ვინაიდან ჩვენთვის ხელისუფლების წყარო ჩვენი ხალხია. ოპოზიციისთვის ხელისუფლების წყარო არის სხვადასხვა ელჩი და საელჩო. ყველას თავისი სამიზნე ჯგუფი ჰყავს, ამიტომაც დადიან სხვადასხვა საელჩოში, რომ მიიღონ მითითებები და ინსტრუქციები. არ ვიცი, ეს მათი შინაური საქმეებია, რაზე ჰქონდათ საუბარი. ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ბრიტანეთის ელჩიც გამოირჩევა ვენის კონვენციის დარღვევით, საერთაშორისო სამართლის დარღვევით ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმებით, რაც სამწუხაროა, თუმცა ეს საერთაშორისო წესრიგის საწინააღმდეგო კულტურა რატომღაც რამდენიმე ელჩმა დაიმკვიდრა.

ასე რომ, არ ვიცი რაზე ისაუბრეს, ეს მათი საქმეა. ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ სასაუბრო და სალაპარაკო ქართველ ხალხთან გვაქვს, მათ კი სალაპარაკო და სასაუბრო უცხოეთის წარმომადგენლებთან აქვთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.