შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოში მხარდაჭერილი და დაფინანსებულია ექსტრემიზმი და ეს არის ის წითელი ხაზი

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოში მხარდაჭერილი და დაფინანსებულია ექსტრემიზმი და ეს არის ის წითელი ხაზი

დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოში მხარდაჭერილი და დაფინანსებულია ექსტრემიზმი და ეს არის ის წითელი ხაზი, რომლიდანაც ყველა უნდა გამოფხიზლდეს და მიიღოს გადაწყვეტილება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ღიად ფინანსდებიან და ხელშეწყობილი არიან ევროკავშირის თუ სხვა ელჩის მხრიდან, ღიად და საჯაროდ არ აღიარებენ ხალხის მიერ არჩეული კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობას, რაც ექსტრემიზმის პირდაპირი განსაზღვრებაა.

„მთავარი სათქმელი, რაც მაქვს მე ევროკავშირის ზოგიერთი ელჩისა თუ დონორისთვის, შემდეგია - ჩვენ რასაც ვხედავთ არის ის, რომ ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ბიუჯეტიდან საქართველოში ფინანსდება ზიზღი, ძალადობა, პროპაგანდა, ანუ ექსტრემიზმი. ეს არის უშუალოდ ის ზღვარი, რაც არის ექსტრემიზმის ზღვარი. ჩვენ ვხედავთ, რომ საჯაროდ, ცინიკურად, ორგანიზაციები, რომლებიც ღიად ფინანსდებიან და ხელშეწყობილი არიან ევროკავშირის თუ სხვა ელჩის მხრიდან, ღიად და საჯაროდ არ აღიარებენ ხალხის მიერ არჩეული კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობას, რაც არის პირდაპირ განსაზღვრება ექსტრემიზმის.
გერმანიაში, სულ ახლახან აკრძალეს ორგანიზაცია, იმის გამო, რომ ისინი არ აღიარებდნენ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას, სამართლებრივ წესრიგს და კანონებს. ამას უწოდეს ექსტრემიზმი და აკრძალეს. საქართველოში იგივე ქვეყნების წყაროებიდან ზუსტად ეს ექსტრემიზმი ფინანსდება. ამიტომ მთავარი დასკვნა და მოწოდება არის ის, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოში მხარდაჭერილი და დაფინანსებულია ექსტრემიზმი და ეს არის ის წითელი ხაზი, რომლიდანაც ყველა უნდა გამოფხიზლდეს და მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.