დაჩი ცაგურია: სააკაშვილის ყველა არხზე ერთმანეთის მიყოლებით ერთი და იგივე სიუჟეტი გადიოდა, ერთი და იგივე ტექსტით, ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩებს არ მახსოვს „ვენები გადაეჭრათ“ და დღეს ყველაფერზე ჭკუას გვარიგებენ

დაჩი ცაგურია: სააკაშვილის ყველა არხზე ერთმანეთის მიყოლებით ერთი და იგივე სიუჟეტი გადიოდა, ერთი და იგივე ტექსტით, ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩებს არ მახსოვს „ვენები გადაეჭრათ“ და დღეს ყველაფერზე ჭკუას გვარიგებენ

სააკაშვილის ყველა არხზე ერთმანეთის მიყოლებით ერთი და იგივე სიუჟეტი გადიოდა, ერთი და იგივე ტექსტით, ერთი თანამიმდევრობით და ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩებს არ მახსოვს „ვენები გადაეჭრათ“ და დღეს რაღაც ყველაფერზე ჭკუას გვარიგებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა დაჩი ცაგურიამ. იგი გამოეხმაურა განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა.

„ცა რომ ცისფერია ეგ უნდა დაამტკიცო - საქართველოში მედიის მდგომარეობა რომ არ არის იმაზე უარესი, რაც სააკაშვილის დროს იყო, როდესაც ყუმბარებს ესროდნენ ტელევიზიებს. ეს ტელევიზია შტურმით სპეცრაზმმა აიღო, ხალხი ძირს დააწვინა და თავში ხელკეტები ურტყეს. გაანადგურეს ეს ტელევიზია, წაართვეს მის მფლობელს და აქციეს მართლა პროპაგანდისტულ არხად. სააკაშვილის ყველა არხზე ერთმანეთის მიყოლებით ერთი და იგივე სიუჟეტი გადიოდა, ერთი და იგივე ტექსტით, ერთი თანამიმდევრობით და ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩებს არ მახსოვს „ვენები გადაეჭრათ“ და დღეს რაღაც ყველაფერზე ჭკუას გვარიგებენ. მე მგონი მე ცოტა იმედგაცრუება მაქვს უკვე ამასთან დაკავშირებით, რომ მე მგონი, ის ევროპა, რომელიც ჩემს გონებაშია, აღარ არსებობს და მოკვდა. იმიტომ რომ ევროპა ჩემთვის იყო ღირებულებების და ფასეულობების, სამართლიანობის ადგილი.როგორ შეიძლება, სადაც სამართლიანობა პირველია, იმ სივრცის წარმომადგენლები ამას ამბობდნენ, რომ დღეს საქართველოში უკუსვლაა დემოკრატიის რომელიმე მიმართულებით, მათ შორის მედიის თავისუფლებით, სასამართლოს კუთხით, გნებავთ ციხეში ადამიანების მდგომარეობით. რა წამებაზე გველაპარაკებიან, მაგალითად [ნიკა] მელია დაუჭერიათ და განიცდის, რომ ფეხბურთს ვერ უყურა იმიტომ რომ, ვერ მოასწრო რაღაც ბარათის დამზადება. ეს ადამიანი, რომელიც იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი, მაშინ ადამიანებს მიცვალებულებთან ერთად მაცივარში კეტავდნენ, მიცვალებულზე აბამდნენ. პატიმარი ჯანმრთელი ფსიქიკური მდგომარეობით ციხიდან არ გამოდიოდა. ახლა რაც ჰქონდათ კამპანია - „ჩაუფურთხე საჭმელში“ ეს მაგათი ციხიდან დაიწყო; საკვებში გვიფურთხებდნენ მე ვერ ვჭამდი იქ ვერაფერს, რაც შემომდიოდა მხოლოდ იმას ვიზოგავდი. არჩევნები გაყალბდაო და ერთი მტკიცებულება ვერ დადო ხალხმა, რომელმაც არჩევნები თავზე გადაგვახია მაშინ. პირდაპირ, სპეცრაზმით შტურმით დაიკავეს საარჩევნო უბნები, დალეწეს ყუთები, გადაწერეს ოქმები და გააყალბეს არჩევნები“, - აცხადებს ცაგურია.