დაჩი ცაგურია საგამოძიებო კომისიაზე: პირდაპირ ეთერში იბარებენ ადამიანებს, ისე კი არა, ახალაია „მოდულის“ სარდაფში რომ ტყავს აძრობდა. იბარებენ, რომ შეკითხვა დაუსვან, რა ხდებოდა მაშინ. სად არის აქ ზეწოლა?!

დაჩი ცაგურია საგამოძიებო კომისიაზე: პირდაპირ ეთერში იბარებენ ადამიანებს, ისე კი არა, ახალაია „მოდულის“ სარდაფში რომ ტყავს აძრობდა. იბარებენ, რომ შეკითხვა დაუსვან, რა ხდებოდა მაშინ. სად არის აქ ზეწოლა?!

რუსეთში მიგვაქანებენო. რუსეთი კი არა, ჩრდილოეთ კორეას შეშურდება, რა მდგომარეობა გვქონდა ქვეყანაში. ტელეფონებს რომ შლიდა ხალხი და ცოლი ქმარს ვერ ელაპარაკებოდა. კადრები რომ არის კასრებში ამოღებული, საიდან მოვიდა ისინი? მე გადავიღე? მაგ ჭაობის პირმშო არ არის მეგის ქარდავა? კოხტა კოდუები და კასტილიანი ხალხი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა დაჩი ცაგურიამ საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით არსებულ სპეკულაციებზე.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რა ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს.

„ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“. პირდაპირ ეთერში იბარებენ ადამიანს, ისე კი არა, ახალაია „მოდულის“ სარდაფში რომ ტყავს აძრობდა ადამიანებს და თავპირის მტვრევა და მერე ქონებას აფორმებინებდნენ. ღამე რომ იღვიძებდა ხალხი და „ნიფხვით“ გარბოდნენ „მოდულის“ შენობაში და ჩუქნიდნენ ქონებებს, ისე კი არა - პირდაპირ ეთერში იბარებენ ადამიანებს, რომ შეკითხვა დაუსვან, რა ხდებოდა მაშინ. სად არის აქ ზეწოლა? როგორ შეიძლება პირდაპირ ეთერში ზეწოლა ხდებოდეს? არ არის საინტერესო, რა ხდებოდა სააკაშვილის დროს, როცა ქვეყანაში ადამიანის უფლებები არ არსებობდა“, - აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.