ირაკლი ქადაგიშვილი: ისინი [ევროსტრუქტურები] ეუბნებიან, რომ დამორჩილება საქართველოს კანონების მიმართ მიუღებელია, ამიტომ არ დაემორჩილოთ. თუ ხელისუფლება კანონიერად იმოქმედებს, ჩვენ ავტეხთ დასავლეთიდან ზარების რეკვას

ირაკლი ქადაგიშვილი: ისინი [ევროსტრუქტურები] ეუბნებიან, რომ დამორჩილება საქართველოს კანონების მიმართ მიუღებელია, ამიტომ არ დაემორჩილოთ. თუ ხელისუფლება კანონიერად იმოქმედებს, ჩვენ ავტეხთ დასავლეთიდან ზარების რეკვას

ისინი [ევროსტრუქტურები] ეუბნებიან, რომ დამორჩილება საქართველოს კანონების მიმართ მიუღებელია, ამიტომ არ დაემორჩილოთ. თუ ხელისუფლება კანონიერად იმოქმედებს ჩვენ ავტეხთ დასავლეთიდან ზარების რეკვას, რომ პოლიტპატიმრები ხართ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის დაკავებულ წევრებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერები გამიზნულად და დაკვეთით მოქმედებენ, რომ მოხდეს მათი დაკავება.

„აქ ერთგვარი დახურული წრესავით სიტუაცია იქმნება. როგორ მოქმედებს ის ნაწილი დასავლეთისა, რომელსაც საქართველოში თავისი მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა უნდა თავისი მიზნებისათვის. ანუ ისინი ერთი მხრივ ეუბნებიან, რომ დამორჩილება საქართველოს კანონების მიმართ მიუღებელია. ამიტომ არ დაემორჩილოთ. ამ შემთხვევაში ორი შედეგი დგება, თუ კანონი არ იმოქმედებს, ეს ავტომატურად ნელ-ნელა გამოიწვევს კანონის არ ამოქმედება ეროზიას და ხელისუფლების ჩამოშლას. იმიტომ, რომ ხალხი დაინახავს, რომ ხელისუფლება უუნაროა, რომ კანონი აამოქმედოს. ამიტომ ამ გზას მიმართეთ და თუ შედეგი დადგება ამ კუთხით, ძალიან კარგი. თუ ხელისუფლება გაბედავს და აამოქმედებს კანონს, ანუ კანონიერად იმოქმედებს, რა თქმა უნდა ჩვენ ავტეხთ დასავლეთიდან ზარების რეკვას, რომ პოლიტპატიმრები ხართ, სინდისის პატიმრები ხართ. რომ საქართველოს პარლამენტის გადაწვა ეს არის თავისუფალი აზრის გამოხატვა და მშვიდობიანი დემონსტრაცია. და სახელმწიფო, რომელიც დაიცავს სახელმწიფო ინსტიტუციებს, მართლწესრიგს, ეს არის ტოტალიტარიზმისკენ მიმავალი ქვეყანა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.