შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვსაუბრობთ „დიფ სთეითზე“ როგორც არაფორმალურ მმართველობაზე, არ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია და აქვს ეკონომიკური, ფინანსური, თუ ბიუროკრატიული ბერკეტები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვსაუბრობთ „დიფ სთეითზე“ როგორც არაფორმალურ მმართველობაზე, არ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია და აქვს ეკონომიკური, ფინანსური, თუ ბიუროკრატიული ბერკეტები

ჩვენ ვსაუბრობთ „დიფ სთეითზე“ როგორც არაფორმალურ მმართველობაზე, რომელსაც არ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია და აქვს ეკონომიკური, ფინანსური, თუ ბიუროკრატიული ბერკეტები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ამ არაფორმალური ქსელითა და არაფორმალური მმართველობის ინსტრუმენტებით ატარებს „დიფ სთეითი“ საკუთარ ოლიგარქიულ ინტერესებს.

„ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით, ამ ყველაფერზე ტრამპმა ისაუბრა და ნაბიჯები გადადგა. ვამბობდით, რომ USAID, NED იყო თაღლითობა და სხვა ქვეყნებისთვის დემოკრატიული წყობისთვის ძირის გამოთხრა, ტრამპმა ეს დაადასტურა და შეწყვიტა დაფინანსება. ვამბობდით, რომ ამერიკული ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა პროპაგანდა, ტრამპმა თქვა, რომ ასეულობით მედია, ათასობით ჟურნალისტი იჯდა ხელფასზე, რათა ბაიდენის ადმინისტრაციის სასარგებლო პროპაგანდა გაეტარებინა, ჩაუხსნა  დაფინანსება. ახლა „რადიო თავისუფლების“ დაფინანსებას თავის თავზე იღებს ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა. „რადიო თავისუფლება“ არის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მიერ შექმნილი პროპაგანდისტული მედია. ოფიციალური პროპაგანდისტული მედიაა „რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“.

აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ თქვა, რომ უარს ამბობს პროპაგანდისტულ ინსტრუმენტებზე და წარმოგიდგენიათ, რომ ევროპულმა ქვეყანამ ამერიკული პროპაგანდისტული მედია გადაიბარა და აფინანსებს. დიდი ლოგიკა დევს ამაში. ზუსტად ის ლოგიკაა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ „დიფ სთეითზე“ როგორც არაფორმალურ მმართველობაზე, რომელსაც არ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია, აქვს სხვადასხვა ბერკეტი – ეკონომიკური, ფინანსური, თუ ბიუროკრატიული. ამ არაფორმალური ქსელით და არაფორმალური მმართველობის ინსტრუმენტებით ატარებს საკუთარ ოლიგარქიულ ინტერესებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.