ევროპარლამენტმა ოპოზიციას თითი დაუქნია და არჩევნებში მონაწილეობის მიღება დაავალდებულა. დასავლელმა პატრონებმა ქართულ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის ნება დართო, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ გავრცელებული რელიზი ნათელი და მკაფიოა, შესაბამისად, დამარცხებული მხარე ვალდებულია, 2024წლის არჩევნების შედეგები აღიაროს და 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყოს.
"ევროპარლამენტმა ოპოზიციას თითი დაუქნია და არჩევნებში მონაწილეობის მიღება დაავალდებულა. დასავლელმა პატრონებმა ქართულ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის ნება დართო, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, რომელიც აღნიშნულ შეთავაზებას საწყის ეტაპზე უარყოფს, შემდგომ კი არჩევნებში მონაწილეობას დათანხმდება.
ევროპარლამენტის მიერ დღეს გავრცელებული რელიზი, მრავლისმთქმელი და მკაფიოა, ის არჩევნებში ჩართულ მხარეებს, არჩევნების, როგორც შესაძლებლობის გამოყენებისკენ მოუწოდებს. აღნიშნული რელიზის გავრცელების შემდეგ ნათელი ხდება, რომ 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს, დამარცხებული მხარე ვალდებულია 2024წლის არჩევნების შედეგები აღიაროს და 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყოს!" - წერს დავით ჩიხელიძე.