დიმიტრი სამხარაძე: სანამ დაიწყებენ წიოკს, ვანო მერაბიშვილის საქმის გამო დააჯილდოვესო, გეტყვით, რომ მერაბიშვილის დაჭერის გარდა, უამრავი საქმე გამოიძია, უპატიოსნესია, პროფესიონალი და პატრიოტი, წარმატებები გიორგის!

"ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ეხმიანება გენერალური პროკურორის მოადგილედ გიორგი გვარაკიძის დანიშვნას, რომელიც გენერალური პროკურორის მოვალეობასაც შეასრულებს და აღნიშნავს, რომ გვარაკიძე პატიოსანი, პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანია.

სამხარაძის განცხადებით, სანამ ოპონენტები "წიოკს" დაიწყებენ, თითქოს, გვარაკიძე ვანო მერაბიშვილის დაჭერის გამო დააწინაურეს, ამის გარდა, მან უამრავი საქმე გამოიძია.

"სანამ თვითონ დაიწყებენ წიოკს, ვანო მერაბიშვილის საქმის გამო დააჯილდოვესო, მე გეტყვით, რომ მერაბიშვილის დაჭერის გარდა უამრავი საქმე გამოიძია, უმაგრესი ბიჭია, უპატიოსნესი, პროფესიონალი და პატრიოტი! მე რაც ძალიან მიხარია, ნაღდი, ჯიგარი ქუთაისელი და კოლორიტი ოჯახის შვილი!  წარმატებები გიორგის!"  - წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.