გიორგი გოგოლაშვილი: რამდენიმე ეტაპად დაიგეგმა უნივერსიტეტის წინააღმდეგ შტურმი. დავით ზურაბიშვილი რევოლუციის პერიოდში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო, შემდეგ გაერიდა მათ

გიორგი გოგოლაშვილი: რამდენიმე ეტაპად დაიგეგმა უნივერსიტეტის წინააღმდეგ შტურმი. დავით ზურაბიშვილი რევოლუციის პერიოდში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო, შემდეგ გაერიდა მათ

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განსახილველი საკითხია საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვა, ენათმეცნიერი, ფილოლოგი გიორგი გოგოლაშვილი უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.

გიორგი გოგოლაშვილის თქმით, „რამდენიმე ეტაპად დაიგეგმა ჩვენი უნივერსიტეტის წინააღმდეგ შტურმი. მოსამზადებელი ეს არის 2003 წლამდე, რევოლუციამდე. ეს ფაქტი პირველად დავით ზურაბიშვილმა აღწერა“.

„დავით ზურაბიშვილი რევოლუციის პერიოდში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო, შემდეგ გაერიდა მათ და დაწერა რა ხდებოდა რევოლუციამდე. უნივერსიტეტის ამ დღეში ჩაგდება, უნივერსიტეტის დანგრევა დაგეგმილი იყო და გადაწყვეტილი იყო ჯერ კიდევ 2002 წელსო, წერს ზურაბიშვილი. კანონი უკვე მომზადებული იყო, ის კანონი, რომელიც მერე მიიღეს, და ექვსი ფაკულტეტი რომ უნდა დარჩენილიყო 22 ფაკულტეტიდან 2002 წელს ესეც გადაწყვეტილი იყოო, ზურაბიშვილი წერდა ამას, იმ დროს თავისუფლების ინსტიტუტის წევრი. შექმნეს რაღაც ანტიკორუფციული სამსახური. გიგი თევზაძე და გივი თარგამაძე იყვნენ დასპეციალებული უნივერსიტეტის თემაზე 2002 წელს. ბრიფინგი ბრიფინგზე ტარდებოდა და იბეჭდებოდა გაზეთში წერილები სათაურით -„შავი საქმეები თეთრ ტაძარში“, „უნივერსიტეტი კორუფციის ჭაობში იძირება“ და ა.შ.“ - განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა.