გიორგი გოგოლაშვილი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე: „ჩვენ ასე უნდა გავაკეთოთ, რომ სახელმწიფო ენა უნდა იყოს ინგლისური“ - ეს გიგი თევზაძის ერთ-ერთი ზეპირი განმარტება გახლავთ, რატომ იყო შეტევა ქართულ ენაზე

გიორგი გოგოლაშვილი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე: „ჩვენ ასე უნდა გავაკეთოთ, რომ სახელმწიფო ენა უნდა იყოს ინგლისური“ - ეს გიგი თევზაძის ერთ-ერთი ზეპირი განმარტება გახლავთ, რატომ იყო შეტევა ქართულ ენაზე

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განსახილველი საკითხია საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის ფაქტები ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ენათმეცნიერმა, გიორგი გოგოლაშვილმა ისაუბრა.

გიორგი გოგოლაშვილი იხსენებს, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს განათლების სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან, გიგი თევზაძესთან შეხვედრის ფაქტს, სადაც თევზაძემ მის შეკითხვაზე, თუ რატომ ხდებოდა შეტევა ქართულ ენაზე უპასუხა - „ჩვენ ასე უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა უნდა იყოს ინგლისური“.

„რა იყო ძირითადი იმ კანონში, რაც ჩვენთვის იყო პრინციპულად მიუღებელი და რამაც უნივერსიტეტი აღაშფოთა; კანონის მიხედვით უნივერსიტეტს მოეხსნებოდა სახელმწიფო დახმარება, სახელმწიფო უნივერსიტეტი რჩებოდა სახელმწიფო დაფინანსების გარეშე, მას უნდა ეზრუნა თავისი თავი თავად ერჩინა. სამეცნიერო სექტორი, ფაქტობრივად, კანონის მიხედვით აღარ არსებობდა, სიტყვა „მეცნიერი“ აღარ იყო კანონში ნახსენები. შემოღებული იქნებოდა ასაკობრივი ცენზი - 65 წელი. ერთი პუნქტი იყო ქართულთან დაკავშირებით, ამოღებული იყო წინა კანონიდან პუნქტი, რომ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ენა უნდა იყოს ქართული, ეს პუნქტი ამოიღეს, საბედნიეროდ შემდგე მოხერხდა ბრძოლით, რომ იმ პერიოდში ეს პუნქტი დავაბრუნებინეთ. როცა ას საკითხზე პირადად მე დავუსვი კითხვა განათლების სამინისტროს იმჟამინდელ ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, გიგი თევზაძეს, რა ხდება რაშია საქმე, ასეთი პასუხი არსებობს, ეს დაიწერა მაშინ არაერთგზის: „ჩვენ ასე უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა უნდა იყოს ინგლისური“ ეს გიგი თევზაძის იმ დროინდელი ერთ-ერთი ზეპირი განმარტება გახლავთ, რატომ იყო შეტევა ქართულ ენაზე“, - განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა.

 

Bakula zogierTi axlac Tanamdebobzea, aseTia Salva kiTaZe quTaisis universitetSi
1 დღის უკან