ვახტანგ ჭარაია: რაც უფრო მეტად გაიზრდება და განვითარდება მშრალი პორტის თუ სხვა მსგავსი ობიექტების გამტარუნარიანობა, მით უკეთესი იქნება საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სტრატეგიული მიზნებისთვის

ვახტანგ ჭარაია: რაც უფრო მეტად გაიზრდება და განვითარდება მშრალი პორტის თუ სხვა მსგავსი ობიექტების გამტარუნარიანობა, მით უკეთესი იქნება საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სტრატეგიული მიზნებისთვის

მნიშვნელოვანი დღეა, არამარტო იმიტომ, რომ ათობით მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა საქართველოში, არამედ იმიტომ, რომ შემოვიდა ინვესტიცია, რომელიც ქვეყნის სტრატეგიულ მდგომარეობას აძლიერებს და ხელს უწყობს საქართველოსადმი ინტერესის გაზრდას სტრატეგიული თვალსაზრისით, - ასე შეაფასა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა ვახტანგ ჭარაიამ თბილისის მშრალი პორტის გახსნა.

„დღის ქრონიკაში“ საუბრისას მან საქართველოს, როგორ შუა დერეფნის საკვანძო მოთამაშის როლს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ პოტენციალის ასათვისებლად ქვეყანას შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას სჭირდება. მისი თქმით, მშრალი პორტი იქნება ერთგვარია პლაცდარმი საერთაშორისო კომპანიებისთვის, რომ მათი ტვირთები მართონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ჭარაიამ ასევე მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების სამომავლო განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ამ ეტაპზე, ეს პორტი საკმარისია ჩვენი გამტარუნარიანობისთვისა. მაგრამ რაც უფრო მეტად გაიზრდება და განვითარდება შემდგომ ფაზებში ამ პორტის თუ სხვა მსგავსი ობიექტების გამტარუნარიანობა, მით უკეთესი იქნება საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სტრატეგიული მიზნებისთვის“, - მიიჩნევს ჭარაია.

თბილისში მშრალი პორტი გაიხსნა.