ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრთან, პარტნიორობის გაფართოება ჩვენს ქვეყნებს შორის ჩვენი  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრთან, პარტნიორობის გაფართოება ჩვენს ქვეყნებს შორის ჩვენი  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრ აჰმედ ბინ ალი ალ საიეღთან, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველო სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს აღმოსავლეთ-დასავლეთის შუა დერეფნისთვის.

„პარტნიორობის გაფართოება ჩვენს ქვეყნებს შორის ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 

შეხვედრისას მადლობა გადავუხადე სახელმწიფო მინისტრს არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან საქართველოს კერძო სექტორისადმი გამოხატული ინტერესისთვის, ასევე მშრალი პორტის პროექტში განხორციელებული ინვესტიციებისთვის.

საქართველო სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს აღმოსავლეთ-დასავლეთის შუა დერეფნისთვის, შესაბამისად, ეს პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანსპორტო მარშრუტების კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად და რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად", -  აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

https://x.com/PM_Kobakhidze/status/1929878195542597748

Aburjga Tasmanieli ირაკლი შვილო, მაგ შეიხებს ნუ ეგლახავები, არ გამოვა ქართველების და შეიხ-მოლების პარტნიორობა. ერთხელაც თუ გადაუბრუნდათ თავში შარიკი, მერ დანდობას ნუღარ ელი. იმდენი ფული აქვს, რომ გესროლოს და აგაცდინოს ამოვარდნილი ქარი წაგაქცევს!
1 დღის უკან